როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტი ელენა როსტროპოვიჩის ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტი ელენა როსტროპოვიჩის ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2017 წლის 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტი ელენა როსტროპოვიჩი, რომელიც იმყოფება საქართველოში ფონდის მიმდინარე პროექტების გასაცნობად.

ფონდის პრეზიდენტს შეხვდა: თსსუ–ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, კლინიკური დირექტორი ციცინო გუგავა, მეან-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე თარაშვილი და ნეონატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე. 

ელენა როსტროპოვიჩმა მოინახულა თსსუ–ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგიის მიმართულება და დადებითად შეაფასა  კლინიკაში დანერგილი ახალშობილთა სკრინინგი, რომელიც მოიცავს  გულის თანდაყოლილი კრიტიკული მანკის ნაადრევ გამოვლენას.

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას  ფონდი დაარსდა 1991 წელს, ვაშინგტონში, (აშშ). ფონდი  ახორციელებს პროექტებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ყოფილ საბჭოთა კავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში,  საქართველოში დაფუძნდა  და ფუნქციონირებს 2004 წლიდან. ფონდის მუშაობის პრინციპი ეყრდნობა არსებული სახელმწიფო თუ კომერციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობასა და მათ გაძლიერებას. იგი არ ქმნის პარალელურ სტრუქტურებს.

საქართველოში ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამებში როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მიერ ინვესტირებული იქნა 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი.