სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

 

2015 წლის 19 მარტს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ  საუნივერსიტეტო კლინიკას საქართველოში მომქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. კლინიკის გენერალურმა  დირექტორმა ლაშა აბესაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა რეაბილიტირებული კლინიკის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ.  სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა  მაღალი შეფასება მისცეს თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისათვის.