საექთნო საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

საექთნო საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

   
   

2017 წლის 9 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საექთნო საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია.

კურსდამთავრებულებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ. მან აღნიშნა ექთნის სპეციალობის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ამ პროფესიის პერსპექტივებზე და წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

ახალგაზრდებს გზა დაულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ.

კურსდამთავრებულები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ თსსუ-ის პროფესიული პროგრამების კოორდინატორს, მედეა ჯღარკავას - „ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისს თქვენს ცხოვრებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი  უნივერსიტეტია, სადაც საექთნო ბაკალავრები იღებენ ექთანის უმაღლეს პროფესიას; თქვენ ხართ ბაკალავრების მესამე გამოშვება და დარწმუნებული ვარ, პირნათლად შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას, რადგანაც ხართ უნივერსიტეტის აღზრდილები, საშუალება გეძლევათ, ჩამოაყალიბოთ მაღალი სტანდარტის პროფესია – საექთნო პროფესია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია პაციენტის ჯანმრთელობის მართვა და სასურველი შედეგის მიღება“ - მიმართა მან კურსდამთავრებულებს.