საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

   
   

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS“–ისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით „საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა საგანმანათლებლო ბანაკის“ დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1995 წლიდან დღემდე, აწყობს საგანმანათლებლო–სამკურნალო ბანაკს დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის.  ამ მიზნით, წელსაც ყვარელში გაემგზავრა  დიაბეტით დაავადებული 50 ბავშვი, სადაც მათთვის ჩატარდება საგანმანათლებლო–შემეცნებითი ტრენინგ–სემინარები.

ბანაკში მონაწილე ბავშვებს სამედიცინო კონსულტაციებს ამერიკელ ექიმებთან ერთად თსსუ–ის კურსდამთავრებული ექიმი, ლიკა კაჭარავა გაუწევს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ნიკოლას რ. ბერლინელი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი პატრიცია ბლერი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–ს  ვიცე–პრეზიდენტი გურამ ამირიძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები, ამერიკელი და ქართველი ექიმები, დიაბეტით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები. 

ორგანიზატორებმა და ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს „საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა საგანმანათლებლო ბანაკის“ 20 წლიან ისტორიაზე, განვითარებასა და მნიშვნელობაზე.

„საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა საგანმანათლებლო ბანაკის“ განვითარებისა და გაწეული ღვაწლისთვის გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბატონებს: რონალდ ჯეიმსს და კობა კოპლატაძეს.