საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია

2012 წლის 27 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:“ბავშვთა და მოზარდთა ქცევითი დარღვევები და მათი თანამედროვე მართვა“.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, კონფერენციას სტუმრობდა ტუბინგენის ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტის (გერმანია) მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო ფსიქოლოგიის და ქცევითი ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი უტე შტრეჰლი.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტუბინგენის ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტი და თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ–ის ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაძე.

კონფერენციაზე მოისმინეს მოხსენებები:

1. პროფ. უტე შტრეჰლი - “ ნეიროუკუკავშირი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს”;

2. სოფიო ბახტაძე, ნანა გელაძე, ნანა ხაჭაპურიძე, ნანა კაპანაძე - “არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდები ტიკური ჰიპერკინეზების დროს ბავშვთა ასაკში”;

3. პროფ. უტე შტრეჰლი - “ ნეიროუკუკავშირის გამოყენება ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიების, შაკიკის, დასწავლის დარღვევების დროს”;

4. მანანა გაბაშვილი - “ომით დაზარალებულ და დევნილ ბავშვთა ფსიქოსოციალური დახმარების პრინციპები”.

მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დასასრულს გაიმართა დისკუსია.