საერთაშორისო კონფერენცია -

საერთაშორისო კონფერენცია -

2013 წლის 8 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია  "პერინატოლოგიის აქტუალური პრობლემები".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: „მეანობა-გინეკოლოგიის საერთაშორისო ფედერაცია“, „საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენცია  გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ჯაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი თენგიზ ასათიანი.

კონფერენციაზე  განიხილეს შემდეგი თემები: 

  1. “პრიორიტეტი ქალებს და ბავშვებს – ეთიკური პრინციპები” - პროფესორი ფრანკ ჩერვენაკი, საერთაშორისო საზოგადოება ,,ახალშობილი როგორც პაციენტი“–ს დირექტორი; პერინატალური მედიცინის საერთაშორისო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი; ნიუ–იორკის დედათა და ახალშობილთა მედიცინის  პრესვიტერიანული ჰოსპიტალის დირექტორი,  კორნელის უნივერსიტეტის, ვეილის სამედიცინო კოლეჯი (აშშ);
  2. „ნაადრევი მშობიარობა: რისკ-ფაქტორები, გამოვლენა, პროჟესტერონის პროფილაქტიკური როლი“ – პროფესორი ჟან კარლო  დი რენცო, ორგანიზაციების: „FRCOG“, „FACOG“, „FIGO“ გენერალური მდივანი; პერუჯას უნივერსიტეტის  მეან–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სანტა–მარიას საუნივერსიტეტო კლინიკის რეპროდუქციული და პერინატალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი (იტალია);
  3. „გენეტიკური თრომბოფილიის, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების და ჰიპეროსმოცისტინემიის როლი ორსულობის გართულებებში“ – პროფესორი ალექსანდრე მაქაცარია, რუსეთის მეან–გინეკოლოგთა საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი;  მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   მეან–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (რუსეთი);
  4. „ორსულობის მორეციდივე გართულებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები“ – პროფესორი ვიქტორია ბიწაძე, მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან–გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი (რუსეთი).