საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები”

საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები”

   
   

2016 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები”.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და ვიცე–რექტორმა რიმა ბერიაშვილმა. 

კონფერენციის ფარგლებში ამერიკელმა კოლეგებმა სამედიცინო უნივერსიტეტის ქართულ და ინგლისურენოვანი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები: 

14 აპრილი: 

  • „მიმდევრობის ტექნოლოგიის მომავალი თაობა: გამოყენება კიბოს  კვლევაში და სამკურნალო საშუალებების შექმნაში“ – პროფესორი ჯერემი ვუ;
  • „მედიკმენტების გამოყენება მწეველობის შეწყვეტის მიზნით“ – პროფესორი ლილი ლიუ;
  • „გონიერი/ჭკვიანი“ ბიომასალების გამოყენება სამკურნალო საშუალებების კონტროლირებადი მიწოდებისთვის“ – პროფესორი ბენიტა ჩენ; 
  • „ნეიროპატიული ტკივილის მართვა“ – პროფესორი სტეფანი ჩო;
  • „შაკიკის დროს თავის ტკივილის მართვის/პრაქტიკის საფუძვლები“ – პროფესორი იანგ იუნ ჩოი.

15 აპრილი: 

  • „როგორ ხორციელდება კლინიკური პროცესის სრულყოფა პირველადი ჯანდაცვის ქსელში ანტიბიოტიკების უსარგებლოდ/ზედმეტი გამოყენების შემცირების მიზნით“ – პროფესორი ალბერტ ჩი;
  • „სიახლეები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მართვაში" – პროფესორი ლილი ლიუ;
  • „სეფსისი გუშინ და დღეს" – პროფესორი სუ თაუ;
  • „თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკა პნევმონიის მკურნალობაში“ – პროფესორი იანგ იუნ ჩოი;
  • „სწრაფი ცვლილებები დიაბეტის მართვაში“ – პროფესორი ლილი ლიუ. 

კონფერენციის დასასრულს გაიმართა პროფესიული დისკუსია კოლეგებს შორის. ასევე, ამერიკელმა პროფესორებმა სტუდენტებისა და რეზიდენტების შეკითხვებს უპასუხეს.