საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “რადიაციული დაცვა მედიცინაში“

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “რადიაციული დაცვა მედიცინაში“

2014 წლის 30 მაისიდან-2 ივნისამდე ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, ბულგარეთის რენტგენის ფონდის დახმარებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “რადიაციული დაცვა მედიცინაში“ , რომლის ორგანიზატორთა და პარტნიორთა შორის იყვნენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა:  ICRP (International Comission on Radiological protection) WHO (World Health Organization) UNSCEAR (Unaited Nations Scientific Comitette on the Effect of Atomic Radiation) EC(Europian Comission)  ISR(International Society of Radiology)  IPRA(International Radiation Protection Assosiation) და მრავალი სხვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორმოცზე მეტი ქვეყანა, ესწრებოდნენ მსოფლიოში ამ  დარგის წამყვანი სპეციალისტები. თსსუ-ის ძალისხმევითა და დახმარებით, პროექტ „ტემპუსის“ ფარგლებში, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  თამარ სანიკიძემ და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს აქტუალური საკითხები, ახალი მოთხოვნები და დადგენილებები, მოისმინეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოწინავე სპეციალისტების მოხსენებები. მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. როგორც კონფერენციიდან დაბრუნებულმა მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოსთვის და ქართული მედიცინისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც საშუალებას იძლევა, გაცილებით მეტად იყოს დაცული ადამიანი რადიაციული დასხივებისგან სამედიცინო პროცედურებისას, გაითვალისწინოს მსოფლიო გამოცდილება და  თავადაც გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.  მსგავსი კონფერენციები რეგულარულ ხასიათს ატარებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში საქართველო არა მარტო წარმოდგენილი იქნება მასზე, არამედ საშუალება ექნება,   თავისი წარმატებები და მიღწევები წარუდგინოს უცხოელ კოლეგებს.