საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)“

საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)“

   
   

მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტები და ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები. განიხილეს ურბანული სისტემებისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური რისკის ტიპური ფაქტორები, მათ ზემოქმედებასთან ასოცირებულ დაავადებათა პათოგენეზის საკითხები, ურბანულ ზონებში ჯანმრთელობის ეკოლოგიური საფრთხის წყაროების იდენტიფიკაციის, ჯანმრთელობის რისკის შეფასების და მათი პრევენცია-მინიმიზაციის თანამედროვე მიდგომები და საქართველოში მათი დანერგვის ოპტიმალური გზები.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, თსსუ–ს ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის, ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე.

აუდიტორიამ მოისმინა კონფერენციაზე წარმოდგენილი  მოხსენებები:

„ეკოლოგია და  ჯანმრთელობა. პრობლემის ზოგადი მიმოხილვა საერთაშორისო და ეროვნულ კონტექსტში” (პროფ. რ.  კვერენჩხილაძე, თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი);

„ვესტ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პოტენციალი განათლების და  კვლევის სფეროში (მწვანე ტექნოლოგიები)“ (პროფ.  ჯ. პრზეპიორსკი.  ვესტ-პომერანიის  ტექნოლოგიური  უნივერისტეტი, შჩეცინი, პოლონეთი);

„ჰაერის დაბინძურება ლატვიაში, პრობლემის, მენეჯმენტი და ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთე-ლობაზე“ (პროფ. მ. კლავინს, ლატვიის უნივერსიტეტი, რიგა, ლატვია);

„საარსებო გარემოსთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე მიდგომები ურბანული ტერიტორიების კონტექსტში“ (პროფ. გ. ორმოცაძე, დოქტორი მ. ბულეიშვილი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა);

„საარსებო გარემო და არაგადამდები ქრონიკული დაავა-დებების რისკი, გენოტიპური და ფენოტიპური პროექციები, პრედიქტორები“  (პროფ. თ. სანიკიძე, ე. ტიკარაძე, ასოც. პროფ. მ. გიორგობიანი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი,  საჩხერის რაიონული საავად- მყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება);

„გრაფენის ბაზაზე რეალიზირებული ელექტროქიმიური ბიოსენსორული სამედიცინო-დიაგნოსტიკური სისტემების გამოყენების პერსპექტივები ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის  იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის სფეროში“  (პროფ. კრ. პენკალა, ვესტ-პომერანიის ტექნო-ლოგიური უნივერისტეტი, შჩეცინი, პოლონეთი);

„მიკროტალღური რადიაციის ბიოლოგიური ეფექტები და ჯანმრთელობის რისკი“ (პროფ. დ. ნადარეიშვილი, პროფ. მ. ნიკოლაიშვილი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი);

„ურბანულ ზონაში (თბილისში) განთავსებული სამრეწველო ობიექტების სამუშაო ჰაერის მდგომარეობა და პროფესიული დაავადებების გავრცელების დინამიკა“  (პროფ. მ. ციმაკურიძე,  დოქტორი რ. ჯავახაძე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი; ნ. მახვილაძის  სახელობის  შრომის  მედიცინისა  და  ეკოლოგიის ინსტიტუტი);

„თბილისის სხვადასხვა უბნის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM2.5 და PM10) შემცველობის შეფასება და მისი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ (მ. არაბიძე, თ. მაღლაკელიძე, პროფ. რ. კვერენჩხილაძე, ს. ბეზარაშვილი, ასისტ. პროფ. გ. კვერენჩხილაძე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო;  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი);

„განსხვავება მაიონიზებელი და  არამაიონიზებელი რადიაციის მუტაგენურ ეფექტურობაში ქ. თბილისის რიგი ობიექტების მაგალითზე“  (პროფ. ა. ზედგინიძე, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია)  და

„ურბანულ ზონებში გენეტიკური რისკების განსაზღვრა მცენარეული ბიოტესტების გამოყენებით“  (პროფ. მ.გოგებაშვილი.   ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია).

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო მრგვალ მაგიდას, რომელშიც მონაწილეობდნენ: განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროში პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური სფეროს წარმომადგენლები  და უცხოელი ექსპერტები. განიხილეს ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილება,   საქართველოს სპეციფიკასთან   მისი ადაპტირებისა და დანერგვის საკითხები,  შეიმუშავეს სათანადო რეკომენდაციები საარსებო ურბანულ გარემოსთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების აცილებისა და პრევენციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის სფეროში მათი დეტექტირების შესახებ.