საერთაშორისო კონფერენცია “კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები”

საერთაშორისო კონფერენცია “კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „Seed of Hope“-თან ერთად ორგანიზება გაუწია სამეცნიერო კონფერენციას “კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები”, რომლის   მიზანია დაავადებათა ეტიოლოგიის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მიმოხილვა მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროებში.

2015 წლის 21 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმნენ: კონფერენციის ორგანიზატორები, პროფესორი დევიდ დომინგესი, პროფესორი ჯეიმს ლიი, თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და პროფესორი რებეკა  კიმი.

„მედიცინა  ერთგვარი ‘’საერთაშორისო ენაა’’, ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

კონფერენციის პირველ დღეს პრეზენტაციები წარადგინეს და მოხსენებით გამოვიდნენ: დოქტორი იანგ იუნ ჩოი (ბოსტონის უნივერსიტეტი), დოქტორი ლილი ს ლიუ (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და დოქტორი მარგარეტ ვანგი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).

კონფერენციის  მეორე დღეს აუდიტორია მოისმენს ჯუდი იანგის (ტაფტსის უნივერსიტეტი),  დოქტორ  სტეფანიე ჩოს  (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და დოქტორ ვალენტ ლიის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) მოხსენებებს.