საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2017 წლის 19 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები “. 
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები, ავსტრიის, გერმანიისა და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო კლინიკების პროფესორები, რომლებმაც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები: 

პროფესორი, დოქტორი პეტერ ლუკასი (ინსბრუკის უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიის და რადიოონკოლოგიის კლინიკა, ავსტრია):

  •    „რადიოთერაპიული ცენტრის სწრაფი მოწყობა - ინსტალაცია“;
  •    „რადიოთერაპია - არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სამედიცინო დისციპლინა“

პროფესორი, დოქტორი  ვოლფგანგ ბუხბერგერი (ინსბრუკის  უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკა, ავსტრია):

  •    „სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკა 21-ე საუკუნეში“

დოქტორი ემილ ჰენსლერი (Elekta-ს ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრია):

  •    „თანამედროვე აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა რადიოთერაპიაში“

თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრი, ავსტრია):

  •    „მკურნალობის სპეციალური მეთოდები რადიოონკოლოგიაში: სტერეოტაქსია და რადიოქირურგია“

თსსუ-ის საპატიო დოქტორი გიორგი  გრიგოლია (კლინიკა ფიურსტენფელდბრუკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგი/ექიმი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის  უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია):

  •    „ქირურგიული მკურნალობის კონცეპტები ჰეპატოცელულარული კარცინომის დროს“

კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ციცინო გუგავა და კლინიკის წამყვანი ექიმი-სპეციალისტები.