საერთაშორისო კონგრესი ვასკულური ნეიროქირურგიის შესახებ

საერთაშორისო კონგრესი ვასკულური ნეიროქირურგიის შესახებ

 
   

2018 წლის 17 მაისს გაიხსნა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულური ნეიროქირურგიის შესახებ. კონგრესის ერთ-ერთი სპონსორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.

კონგრესის ოფიციალურ გახსნას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე დაესწრნენ.

კონგრესის საპატიო პრეზიდენტი ბურდენკოს ნეიროქირურგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის პროფესორი, აკადემიკოსი ალექსანდრე კონოვალოვია.

კონფერენცია ოთხ პლენარულ სესიას მოიცავს, რომლის ფარგლებში ლექციებსა და მასტერკლასებს უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ჩაატარებენ.

იხილეთ ვიდეო