საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა- კონფერენცია - მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში

საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა- კონფერენცია - მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში

2022 წლის 9-11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში.

საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის მიზანი იყო საბაზისო, კლინიკური და ბიომედიცინის უახლესი სამეცნიერო კვლევების  შედეგების განხილვა და გავრცელება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ასევე, მოწვეულმა მასწავლებლებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და რეზიდენტებმა.

ორგანიზატორები იყვნენ:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნირო უნარ-ჩვევების ცენტრი;

ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (IKSAD, თურქეთი).