საერთაშორისო ორგანიზაცია ICEF-ის  აღმასრულებელი დირექტორის მარკუს ბადეს და გაყიდვისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  მაიკლ ჰენინგერის ვიზიტი თსსუ-ში

საერთაშორისო ორგანიზაცია ICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკუს ბადეს და გაყიდვისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაიკლ ჰენინგერის ვიზიტი თსსუ-ში

მიმდინარე წლის 17 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: საერთაშორისო ორგანიზაცია ICEF-ის  აღმასრულებელი დირექტორი მარკუს ბადე (Markus Badde), გაყიდვისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ჰენინგერი (Michael Henninger) და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი სოფიო ჩიტაძე. მათ შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კლინიკური უნარებისა  და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

სტუმრებმა დაათვალიერეს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა  და მულტიდისციპლინური სიმულაციური სწავლების ცენტრი,  გაეცნენ უნივერსიტეტის სტრუქტურას, მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამებზე სწავლების შესახებ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა მარკუს ბადემ და მაიკლ ჰენინგერმა  მაღალი შეფასება მისცეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ კლინიკური უნარებისა  და მულტიდისციპლინური სიმულაციური სწავლების ცენტრს.