საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი ერზრუმში (თურქეთი)

საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი ერზრუმში (თურქეთი)

2012 წლის 16-20 აპრილს, ერზრუმში (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ათათურქის უნივერსიტეტის დაარსებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში.

ტურნირში მონაწილეობდნენ ათათურქის (ერზრუმი, თურქეთი), ერსიეს (კაისერი, თურქეთი), ურმიას (ირანის ისლამური რესპუბლიკა), ნახჭევანის (აზერბაიჯანი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვაჟ კალათბურთელთა გუნდები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „თსსუ“ ყველა მეტოქე დაამარცხა და მოიპოვა პირველი ადგილი.

თსსუ _ ათათურქის უნივერსიტეტი 96:60
თსსუ _ ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85:38
თსსუ _ ერსიეს უნივერსიტეტი 114:57
თსსუ _ ურმიას უნივერსიტეტი 132:56

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ (MVIP) დასახელდა თსსუ-ის გუნდის წევრი კოკა ტომარაძე.