საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“

   
   

2017 წლის 29 სექტემბრიდან – 1 ოქტომბერის ჩათვლით, ქალაქი ბათუმი მასპინძლობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“.  კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017’’ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ორგანიზებით.

სამეცნიერო შეხვედრაში სხვადასხვა ფორმატით ათზე მეტი ქვეყნის 270  დელეგატი მონაწილობდასაქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანი, შვეიცარი, საფრანგეთი, სლოვენია, ბულგარეთი, პოლონეთი, თურქეთი, აზერბაიჯანიწარმოდგენილი იყო ასზე მეტი ზეპირი და პოსტერული მოხსენება.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მომავლის იმ ტექნოლოგიების გაცნობას, რომლებიც გააუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. მათი გამოყენებით შესაძლებელი გახდება დაავადებების დროული გამოვლენა, პრევენცია, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა. ამ ყველაფრის საფუძველია გენეტიური კვლევები, თანამდროვე ხედვები, ტრადიციული მედიცინის, უჯრედული, ბიო, იმუნო და ნანო ტექნოლოგიების მიღწევები. სწორედ, აღნიშნული მიმართულებით მიდის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და  ამის გამოძახილია ჩატარებული კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ ფარმაცევტები, ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები და განათლების სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები.

კონფერენციაზე განხილეს ბუნებრივი რესურსების (მცენარეული, ცხოველური, მინერალური) სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები, მათი გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიები, ახალ ნივთიერებათა სინთეზი; ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სამიზნე ორგანოსა თუ ქსოვილში მიზანმიმართული მიწოდების წამალთფორმების და სისტემების დიზაინი და ტექნოლოგიები, ასევე გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ზეპირი და პოსტერული მოხსენებების გარდა, ჩატარდა ტელე–ხიდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის სამედიცინო დირექტორმა (კალიფორნია) მანანა კვეზერელმა, წაიკითხა ლექცია თემაზე: „მოლეკულური დიაგნოსტიკის პრინციპები სიმსივნეების პერსონალური მკურნალობისთვის“.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პროფესიული ტრენინგი აჭარის რეგიონის კლინიკების ლაბორატორიებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის.

კონფერენცია მიმდინარეობდა დისკუსიის, დებატების და განხილვების ფორმატით, რომელიც გამოირჩეოდა მონაწილეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აზრთა ურთიერთგაცვლისა და გაზიარების შედეგად დაისახა სამომავლო პერსპექტივები ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო კონფერენცის სპონსორი იყვნენ ფარმაცევტული კომპანიებ: „გეფა“, „ავერსი–ფარმა“, „ავერსი–რაციონალი“, „პსპ–ფარმა“, “ჯი–ემ–პი“, „ბიოქიმფარმი“, „ნეოფარმი“.

იხ. ლინკები:

http://ajaratv.ge/news/ge/20763/-%EF%BF%BDmomavlis-teqnologiebi.html.html

http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=3773