საერთაშორისო სემინარი „ბიოპუნქტურა და ინიექციების ტექნიკა საყრდენ	- მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მართვაში“

საერთაშორისო სემინარი „ბიოპუნქტურა და ინიექციების ტექნიკა საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მართვაში“

2013 წლის 21 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, ჰომოტოქსიკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების, ჰომოტოქსიკოლოგიის საერთაშორისო აკადემიის, საქართველოს ბიოლოგიური მედიცინის ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის ცენტრის „ნატუროპათი“ ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სემინარი - „ბიოპუნქტურა და ინიექციების ტექნიკა საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მართვაში“. 

სემინარი გახსნა და საზოგადოებას მიესალმა ბრიუსელის (ბელგია) უნივერსიტეტის ორთოპედიული ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და სპორტული მედიცინის დოქტორი,  პროფესორი სტეფანე დენიუეთი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, თსსუ–ის აკადემიური პერსონალი, რეზიდენტები და სტუდენტები. 

საერთაშორისო სემინარზე, ორთოპედიული ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და სპორტული მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა სტეფანე დენიუეთიმ წარმოადგინა შემდეგი თემები:

– „უსაფრთხო მედიცინა და მისი ძირითადი პრინციპები“;

– „საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაავადებების მართვა უსაფრთხო სამკურნალო საშუალებებით“;

–  „პრაქტიკული ვორკშოფი - ინიექციების ტექნიკის თავისებურებანი: სუბკუტანეური, ინტრადერმული, ინტრამუსკულარული, პერიარტიკულური და ინტრაარტიკულური“.

დასკვნით ნაწილში გაიმართა პროფესიული დისკუსია, ასევე

თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სემინარში  „ბიოპუნქტურა და ინიექციების ტექნიკა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მართვაში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.