2018 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია “ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ“.
სკოლა-კონფერენციის ლექტორები მოწვეული იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან. ორი მათგანი - გიორგი გურული და მანანა კვეზერელი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
გიორგი გურული - უროლოგიის განყოფილება, ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, რიჩმონდი, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოხსენების სათაური: „იმუნოკომპეტენტური უჯრედების გადაადგილება და მათი მონიტორინგის მეთოდები“.
მიხეილ შურინი - კლინიკური იმუნოპათოლოგიის განყოფილება, პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, პიტსბურგი, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოხსენების სათაური: „სიმსივნის იმუნური გარემოს ფარმაკოლოგიური სამიზნეები: ქემომოდულაცია, ქემორეზისტენტობა, ქემონანოგადადგილება“.
მანანა კვეზერელი-ჯავეი - ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტი, Cell Max Life ლაბორატორიები, სან ფრანცისკო, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოხსენების სათაური: „თხევადი ბიოფსია: იმედი, რისკები და რეალობა“.
ნატალია აფციაური - ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგის და იმუნოლოგის დეპარტამენტი, გრანადას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ესპანეთი.
მოხსენების სათაური: „სიმსივნის ჰეტეროგენურობა და ბიომარკერები: გენომური და იმუნოლოგიური ასპექტები“.
ელიაჰუ მაგენი - მედიცინის დეპარტამენტი, კლინიკური იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის განყოფილება, ბარზილაის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, აშკელონი, ისრაელი.
მოხსენების სათაური: „CAR T უჯრედები-პაციენტების იმუნური უჯრედების გამოყენება მათი სიმსივნის სამკურნალოდ“.
ქეთევან გენძეხაძე - ჰემატოლოგიის და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანპლანტაციის დეპარტამენტი, იმედის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ქალაქი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოხსენების სათაური: „გენეტიკური ქიმერა: პოსტ-ტრანსპლანტაციური დონორის დნმ-ს რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდოლოგია“.
მიხეილ შურინი - კლინიკური იმუნოპათოლოგიის განყოფილება, პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, პიტსბურგი, ამერიკის შეერთებული შტატები.
მოხსენების სათაური: „ნანოტექნოლოგიები და სიმსივნეები: მეგობრები თუ მტრები?“