საერთაშორისო სტუდენტები თსსუ-ში სწავლის დასაწყებად ემზადებიან

საერთაშორისო სტუდენტები თსსუ-ში სწავლის დასაწყებად ემზადებიან

თსსუ-ში სწავლის დასაწყებად ემზადებიან საერთაშორისო სტუდენტებიც. ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანატოლებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მალე შემოურთდებიან. მანამდე კი, საერთაშორისო სტუდენტები აქტიურ სამზდისში არიან. აგროვებენ ინფორმაციას თსსუ-ში სწავლის დასაწყებად ტექნიკური დეტალების, თბილისში ცხოვრებისა და ზოგადად, იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მომავალი 6 წელი უნდა გაატარონ.  

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საინფორმაციო ონლაინ Zoom შეხვედრა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სპეციალურად გამართა იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც თსსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი განმარტება მოისმინეს. თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილებამ მათ მიაწოდა სასარგებლო ინფორმაცია უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცესის, საქართველოში ცხოვრების პირობებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შესახებ, ასევე სხვა პრაქტიკული რჩევები სწავლის დაწყების წინ.

სტუდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში, სადაც შემთხვევითი შერჩევის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მათ საჩუქრად გადაეცემათ უნივერსიტეტის სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები.