საფრანგეთის საელჩოს წარმომადგნელების ვიზიტი თსსუ-ში

საფრანგეთის საელჩოს წარმომადგნელების ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები - საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში - კამილ ნორა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ლისა ბარიე და „კამპუს ფრანსის“ წარმომადგენელი ნათია ფხალაძე - ესტუმრნენ.

სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ERASMUS+ -ის  პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ასევე, მომავალში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. 

საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ფრანგული ენის ცოდნის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსსუ-ის სტუდენტების აკადემიურ მობილობასა და მათ სრულფასოვან ჩართულობას საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.