საინფორმაციო შეხვედრა  თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან

საინფორმაციო შეხვედრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან

2017 წლის 3 აპრილს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მომავალ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და უშუალოდ გასაუბრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, პროგრამის ხელმძღვანელ პირებს: ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორს, საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქეს, კენეტ ვოლკერს, ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელს, არჩილ უნდილაშვილს, პროგრამის დირექტორს, ეკა ეკალაძეს და პროგრამის სტუდენტებს.