საინფორმაციო  შეხვედრა  საექთნო  საბაკალვრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა საექთნო საბაკალვრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან

   
   

2017 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერაზმუს+ კოორდინატორსა და თსსუ–ის საექთნო  საბაკალვრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებს შორის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლელა მასხულია, პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა და ერაზმუს+  კოორდინატორი  ნინო კანდელაკი.

შეხვედრაზე ნინო კანდელაკმა სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია ერზმუს+ პროგრამების შესახებ, კერძოდ, ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯთან თსსუ-ის მიერ მოპოვებული გრანტის თაობაზე.

შეხვედრაზე გადაწყდა შესარჩევი კონკურსის ჩატარება  2017  წლის 31 ოქტომბერს,  რის შემდეგაც 2 გამარჯვებული სტუდენტი გაემგზავრება ქ. რიგაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: