საინტერესო და სათავგადასავლო თამაში City Game წარმატებით ჩატარდა

საინტერესო და სათავგადასავლო თამაში City Game წარმატებით ჩატარდა

19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის  საინიციატივო გუნდის „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა  საინტერესო და სათავგადასავლო თამაში "City Game" .  მასში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 3 წევრიანმა გუნდებმა მიიღეს. 

თამაშში ჩაერთო ყველა ფაკულტეტი, ჯამში რეგისტრაცია გაიარა 18-მა გუნდმა. გამარჯვებისთვის, თითოეულს თამაშის განმავლობაში  უნდა მოეძიებინა უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული კორპუსების ტერიტორიაზე განთავსებული მინიშნებები,  გაეშიფრათ ისინი და  საბოლოო დანიშნულებამდე მოწინააღმდეგეებზე ადრე მისულიყვნენ.

ყველა დამალული მინიშნება მოიპოვა და დანიშნულების ადგილზე პირველი მივიდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისგან: ალექსანდრე ბორცვაძე, ქეთი მგელაძე და დათო ლატარია,  დაკომპლეტებული გუნდი  - "Q.L.D" რომელსაც,  გადაეცა გამარჯვებულის თასი.