2023 წლის 11 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პანკრეასის სიმსივნეები და მისი ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.
ლექცია წაიკითხა ზოგადმა ქირურგმა, ლაპარასკოპიულმა ონკოქირურგმა ანზორ კვაშილავამ.
შეხვედრა აუდიტორიის მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩეოდა. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ასევე, გაიცა შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატები.
აღსანიშნავია, რომ ლექცია თეოდორ ბილროთის სახელობის ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებითა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა.