საჯარო ლექცია - ,,თანამედროვე ოდონტოლოგიის გამოწვევები და დაგროვილ პრობლემათა გადაწყვეტის  რაციონალური გზები“

საჯარო ლექცია - ,,თანამედროვე ოდონტოლოგიის გამოწვევები და დაგროვილ პრობლემათა გადაწყვეტის რაციონალური გზები“

პირის ღრუს ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა, კბილების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. კბილების ჯანმრთელობა განისაზღვრება მათი მაგარი ქსოვილების კარიესული დაავადებებისადმი მედეგობით და რბილი ქსოვილების, პულპის და პერიოდონტის ნორმალური ცხოველმყოფელობით. თანამედროვე ტექნიკურმა პროგრესმა სტომატოლოგიაში მრავალი სამკურნალო პროცედურა გაამარტივა და მაქსიმალურად ასწია სხვადასხვა დაავადებათა მართვის ხარისხი.  ამ სისტემებს შორის განიხილება თანამედროვე სარესტავრაციო ტექნოლოგიები, ენდოდონტური მკურნალობის აპარატურა და საშუალებები.

სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებს მიეძღვნა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების  საერთაშორისო  ფესტივალი 2017"–ის ფარგლებში, 26 სექტემბრს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ჩატარებული  საჯარო ლექცია - ,,თანამედროვე ოდონტოლოგიის გამოწვევები და დაგროვილ პრობლემათა გადაწყვეტის რაციონალური გზები“, რომელიც თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ წაიკითხა.

ღონისძიებამ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, მას ესწრებოდნენ: როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები,  ექიმები, დარგის სპეციალისტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, აგრეთვე სტომატოლოგიით დაინტერესებული, საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.  ლექციაზე წარმოდგენილი იყო  დიდი რაოდენობით ვიზუალური მასალა რაც  კიდევ უფრო ზრდიდა ლექციის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესსა და ჩართულობას.