2022 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა“. ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ წაიკითხა.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და რეზიდენტები. ლექციაზე განხილულ იქნა დერმატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების განვითარების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, სიმპტომები, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები, ასევე, ძირითადი რეკომენდაციები პროფილაქტიკის მიზნით.
ლექცია, მსმენელთა მხრიდან დიდი დაინტერესებისა და ჩართულობის გამო, ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა.