საჯარო ლექცია  „ატოპიური დერმატიტი“

საჯარო ლექცია „ატოპიური დერმატიტი“

2023 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ატოპიური დერმატიტი“, რომელიც ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ზაზა თელიამ წაიკითხა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.  

ზაზა თელიამ დერმატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების - ატოპიური დერმატიტის ეტიოლოგიის, რისკ-ფაქტორების, დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.