2023 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,ბიორეგულაციური თერაპიის და პრეპარატების შესაძლებლობები თანამედროვე მედიცინაში“.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და გერმანული ფარმაცევტული კომპანია HEEL-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - კომპანია ,, BIOMedica“.
ლექციას უძღვებოდა მედიცინის აკადემიური დოქტორი, HEEL-BIOMedica-ს სამეცნიერო და სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი მანანა ჩახნაშვილი. ლექციის ბოლოს გაიმართა გათამაშება, რომლის გამარჯვებულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.