2023 წლის პირველ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ვიცე რექტორის, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ სოფიო ბახტაძის საჯარო ლექცია „ეპილეფსია და ბავშვი“ გაიმართა.
ღონისძიება სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბ „ენდევორი-ს“ ეგიდით ჩატარდა. მას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ლექცია აუდიტორიის მაღალი ჩართულობით და ინტერესით გამოირჩეოდა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.