2014 წლის 27 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა ლევან მეტრეველმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“ჯანდაცვის სისტემის ხარისხის კონტროლი, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“.
საჯარო ლექცია ჩატარდა ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.
ლექციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თსსუ–ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, მომხსენებელმა განიხილა სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემა, კერძოდ:პროფესიული კომპეტენცია, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, შედეგიანობა, ეფექტურობა, უწყვეტობა, პიროვნებათშორის დამოკიდებულება, პაციენტის და პერსონალისთვის კომფორტული პირობების შექმნა. აღნიშნული თემები განხილული იქნა საერთაშორისო გამოცდილების ფონზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ :სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, თსსუ–ს სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია, თსსუ–ს გამოცდებისა და უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი,პროფესორი დავით ჯინჭარაძე.