2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექცია „მორფოლოგიურ კვლევათა ზოგიერთი თანამედროვე მიმართულება“ ჩატარდა.
ღონისძიება სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“ ორგანიზებით გაიმართა. მას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ლექცია აუდიტორიის მაღალი ჩართულობით და ინტერესით გამოირჩეოდა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.