საჯარო ლექცია „ნეიროფსიქომოდულაციური თერაპია - „ჰაზა“

საჯარო ლექცია „ნეიროფსიქომოდულაციური თერაპია - „ჰაზა“

2023 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექიმმა, ნეირომეცნიერებისა და მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრმა, მენტალური ჯანმრთელიბის კანცლერმა, კლინიკა ,,ბრეინ ველნესს ცენტრი - ნიუ იორკი, მანჰეტენი (BWC- NY, Manhattan)“ დირექტორმა, ნეიროფსიქოთერაპიისა და ნეიროფიტბექის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა აზა მანთაშაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია „ნეიროფსიქომოდულაციური თერაპია - „ჰაზა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები და აკადემიური პერსონალი. 

ლექციაზე წარმოდგენილი იყო ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევების მქონე პაციენტთა მკურნალობის ინოვაციური მიდგომები.

ნეირომოდულაციური მკურნალობა წარმოადგენს მრავალასპექტიან მეთოდს, რომელიც ეფუძნება ტვინის სტიმულირების სამიზნე, პერსონალიზებულ  თერაპიულ ტექნიკას.

ლექციაზე წარმოდგენილი იყო  მდიდარი ვიზუალური მასალა, ტვინის რუქები (Brain Mapping), რომლის მიხედვით განხორციელდა კლინიკური შემთხვევების გარჩევა. განხილული იქნა ნერვულ სისტემაზე  მსუბუქი ელექტრო-მაგნიტური ველებით სტიმულაციის მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, ტკივილის შესამსუბუქებლად ან ფუნქციის აღსადგენად.

ლექცია მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.