საჯარო ლექცია ,,პლასტიკური ქირურგია - მედიცინა და ხელოვნება

საჯარო ლექცია ,,პლასტიკური ქირურგია - მედიცინა და ხელოვნება

2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა  საჯარო ლექცია ,,პლასტიკური ქირურგია - მედიცინა და ხელოვნება", რომელიც პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ წაიკითხა.

ღონისძიება  ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ეგიდით ჩატარდა.

საჯარო ლექციას თსსუ-ის სტუდენტებთან და რეზიდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო პროფილის სტუდენტები, ექიმები  და დარგით დაინტერესებული პირები.

ღონისძიებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.