2023 წლის 5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია - "რეოლოგია კლინიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში”. ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,ლაბ-ორატორი” ფარგლებში.
ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია მანწკავამ.
შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა 20 მონაწილე, რომლებიც პროექტის ფარგლებში ეწვევიან რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიას და გაივლიან პრაქტიკულ აქტივობებს რეოლოგიის დარგში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ,,ლაბ-ორატორი” მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.