საჯარო ლექცია  „სპორტული მედიცინა“

საჯარო ლექცია „სპორტული მედიცინა“

2023 წლის 8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სპორტული მედიცინა“.

ლექცია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ ექიმმა დავით ხარაბაძემ წაიკითხა. 

ექიმმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო სპორტული მედიცინის სპეციფიკა, ისაუბრა სფეროში პრაქტიკოსი ექიმის თვალით დანახულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

როგორც ექიმმა დავით ხარაბაძემ აღნიშნა, სპორტული მედიცინის მიზანია შეისწავლოს ფიზიკური დატვირთვის გავლენა ადამიანის (სპორტსმენის) ორგანიზმზე, რათა განისაზღვროს მისი ფიზიკური აქტივობის ოპტიმალური ხარისხი, ჯანმრთელობა, ფუნქციური მდგომარეობა და სპორტულ მიღწევათა ამაღლების შესაძლებლობები. 

აღსანიშნავია, რომ ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა. 

საჯარო ლექციის ორგანიზატორი თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა იყო.