საჯარო ლექცია „უჯრედი და გენეტიკური პროგრამები“ და ღია კარის დღე ,,სტუმრად ბიოლოგიის მუზეუმში

საჯარო ლექცია „უჯრედი და გენეტიკური პროგრამები“ და ღია კარის დღე ,,სტუმრად ბიოლოგიის მუზეუმში

2016 წლის 20 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში", თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ცხომელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „უჯრედი და გენეტიკური პროგრამები“. სალექციო თემატიკამ დიდი დაინტერესება გამოიწვია აუდიტორიაში.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მუზეუმმა უმასპინძლა  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს. მუზეუმში წარმოდგენილია  საქართველოს  ფლორისა  და  ფაუნის უნიკალური ექსპონატები: ენტომოლოგიური (მწერები),  ჰელმინთოლოგიური  (პარაზიტი ჭიები), მალაკოლოგიური  (მოლუსკები),  იქთიოლოგიური, ჰერპეტოლოგიური (ქვეწარმავლები),  ორნითოლოგიური, მამოლოგიური  ექსპონატების  მდიდარი კოლექციები;

მუზეუმში  ასევე  წარმოდგენილია  ანთროპოლოგიური  და  ემბრიოლოგიური მასალები  მრავალრიცხოვანი  მულაჟების  სახით.

ბავშვებს ექსპონატები დაათვალიერებინეს: ასოცირებულმა პროფესორმა დავით ცხომელიძემ და ბიოლოგიის მუზეუმის დირექტორმა, ფუჩქი ფახურიძემ. მათ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეებს. როგორც პედაგოგებმა და ბავშვებმა  აღნიშნეს, ძალიან საინტერესო დღე გაატარეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.