საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია "ვაქცინაცია სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების მქონე ბავშვებში"

2022 წლის პირველ ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია - "ვაქცინაცია სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების მქონე ბავშვებში", რომელიც წაიკითხა თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიცე რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის " ენდევორი" ორგანიზებით.  

აღსანიშნავია, რომ პროფესორ სოფიო ბახტაძის ლექცია გახლდათ პირველი ღონისძიება ლექციათა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, რომელიც კიდევ ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.  ციკლის განმავლობაში თსსუ-ის სტუდენტებს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ლექციებს წაუკითხავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები.