საკალათბურთო ტურნირი ერზერუმში (თურქეთი)

საკალათბურთო ტურნირი ერზერუმში (თურქეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალთბურთო კლუბი ”თსსუ” მონაწილეობს ერზერუმში (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის დაარსებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირში. ტურნირში, მასპინძელი გუნდის გარდა (ათათურქის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი) მონაწილეობენ ერსიეს უნივერსიტეტი (ქაისერი, თურქეთი), ნახჭევანის უნივერსიტეტისა (აზერბაიჯანი) და ურმიას უნივერსიტეტის (ირანი) საკალათბურთო გუნდები.
2012 წლის 16 აპრილს ჩატარდა შეხვედრა “თსსუ”-ს და ათათურქის უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბებს შორის, რომელიც დამთავრდა ანგარიშით 96:60 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის სასარგებლოდ.