სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

   
   

2017 წლის 25–26 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში სამაგისტრო პროგრამების „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ და  „რეაბილიტაციაში მრჩეველი“–ს 2016 წლის გამოშვების მაგისტრანტებმა წარმოადგინეს სამაგისტრო ნაშრომები.

საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები გააკეთეს მაგისტრანტებმა:

  • ქეთევან ბერიაშვილმა (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე) – „სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიები“
  • ზურაბ ბიძიშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფიჩხაია) – „ჯანმრთელობითი განათლების სტრატეგია ტუბერკულოზით დაავადებულებში და სამედიცინო პერსონალში“
  • თეონა იჩქიტიძემ (ხელმძღვანელი ასისტენტ–პროფესორი დალი კიტოვანი) – ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის შესწავლა– შეფასება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში
  • თამარ კირვალიძემ (ხელმძღვანელი პროფესორი შალვა ზარნაძე) – „ჯანმრთელობის ხელშეწყობის ტენდენციები ახალგაზრდებში“
  • ლაშა კვიციანმა (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ზურაბ სიხარულიძე) –„ ანტიბიოტიკოდამოკიდებულება და ჯანმრთელობითი განათლება“
  • ლაშა მჭედლიშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი ლევან ბარამიძე) – „პროსტატის კიბოს სკრინინგი და მოსახლეობის ჯანმრთელობითი განათლების ტენდენციები“
  • ასმათ გორგილაძემ (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფიჩხაია) – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა“
  • ირაკლი ჟორჟოლიანმა (ხელმძღვანელი პროფესორი მარინა ყუფარაძე) – „ახალი სტრატეგიული მიდგომა იშემიური ინსულტისა და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციაში“
  • ანა სულავამ (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე)– „ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ საქართველოში“
  • ნინო შენგელიამ (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ზურაბ სიხარულიძე)– „ჯანმრთელობითი განათლების სტრატეგია სააფთიაქო ნარკომანიის დროს“
  • დადუნა ჭედიამ (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე) –„მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი სახელმწიფო სკრინინგ–პროგრამების შესახებ ძუძუს კიბოს სკრინინგ–პროგრამის მაგალითზე“.

ყველა მაგისტრანტის ნაშრომმა რეცენზენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.