სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პროექტის - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა - ფარგლებში

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პროექტის - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა - ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, 24 ივნისს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს და საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე აქტივობები და მიღწევები, იმსჯელეს პროექტის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებზე. ასევე, პროექტის განხორციელების ეტაპზე არსებულ შესაძლო რისკ-ფაქტორებზე. სხდომაზე წარმოადგინეს პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების საჭიროებათა კვლევის შედეგები, დაამტკიცეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ხარისხის კონტროლის გეგმა და მედია-კომუნიკაციის სტრატეგია.