სამეცნიერო კონფერენცია თსსუ-ში „სიახლეები პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა კლასიფიკაციის, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“.

სამეცნიერო კონფერენცია თსსუ-ში „სიახლეები პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა კლასიფიკაციის, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“.

2018 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, კომპანია „ალპენ ფარმას“ერთობლივი ორგანიზებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “სიახლეები პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა კლასიფიკაციაში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.“

კონფერენციის ლექციების თემატიკა :

პაროდონტის დავადებათა ახალი კლასიფიკაცია (ამსტერდამი, 22 ივნისი, 2018 წ.) ნინო აბაშიძე - მ.მ.დ., თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentimplant-ის კლინიკური დირექტორი.

სხვადასხვა ტიპის ტრავმებით გამოწვეული სტომატიტები. მათი მკურნალობა და ტრახისანი მანანა ივერიელი - მ.მ.დ., პროფესორი, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელ-ლი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ამ თემატიკის ლექციების, სიაახლეების გაცნობის სურვილი გამოთქვა 500-მდე დამსწრემ: ექიმმა-სტომატოლოგებმა, რეზიდენტებმა, სტუდენტებმა .

თითოეულ მონაწილეს გადაეცა ბროშურის სახით დაბეჭდილი -“ პაროდონტის და პერი-იმპლანტის დაავადებების და მდგომარეობების კლასიფიკაცია“(ამსტერდამი, 22 ივნისი,2018წ.), რომელიც ინგლისურიდან თარგმნეს და მოამზადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა თანამშრომლებმა. ქალბატონი მანანა ივერიელის თქმით, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი სტომატოლოგებისთვის მიეწოდებინათ ის სიახლე, რაზეც წლების მანძილზე მუშაობდნენ ევროპის პაროდონტოლოგები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ირაკლი კოხრეიძემ, აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია ზედმიწევნით შეესაბამება თსსუ-ის პოლიტიკასა და პოზიციას, რათა ყველასათვის ხელმისაწდომი იყოს ცოდნა; ამ კონფერენციის მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო- პაროდონტის დაავადებების უახლესი კონცეფციის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. კონფერენცია 4 საათი გაგრძელდა, დიდი იყო დამსწრეთა ინტერესი _ ამას ადასტურებს მათი უამრავი შეკითხვა, სურვილი, დისკუსია.