სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული ტრენინგი თსსუ–ში

სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული ტრენინგი თსსუ–ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრმა 5, 6 და 7 ნოემბერს ჩაატარა ტრენინგი სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სამეცნიერო სტატიის და საგრანტო პროექტის წარმატებული წერის სტრატეგიაზე.

ტრენინგი განხორციელდა საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც CRDF GLOBAL-მა (ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი) დააფინანსა პროფესიული უნარების ტრენერების საგრანტო პროექტში გამარჯვების შედეგად. ტრენერები გახლდნენ სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი ლუიზა გაბუნია, უფროსი სპეციალისტები –  შორენა ხეცურიანი და ნათია გამყრელიძე. ტრენინგში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, რეზიდენტები, დოქტორანტები და სტუდენტები. დასასრულ,  გაიმართა საინტერესო დებატები და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.