სამეცნიერო პიკნიკი სკოლის მოსწავლეებისთვის

სამეცნიერო პიკნიკი სკოლის მოსწავლეებისთვის

აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“–ის ფარგლებში მიმდინარე  წლის 29 სექტემბერს ქ. ბათუმში, ხოლო 30 სექტემბერს ქ. გორში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეულმა პედაგოგებმა: საბა პაპუაშვილმა და ლაშა ლობჯანიძემ სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს საჩვენებელი ტრენინგი გადაუდებელ დახმარებაში, რაც ითვალისწინებდა სიმულაციური სისხლდენის შეჩერების მანიპულაციებს, „სასიცოცხლო ჯაჭვის“ სიმულაციური მოდელის დემონსტრირებას, გულ-ფილტვის რეანიმაციას სპეციალური მულაჟის  გამოყენებით.

სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ღონისძიების მიმართ, მოსწავლეების ნაწილმა აღნიშნა,  რომ  ტრენინგმა გააძლიერა ინტერესი და მოტივაცია, რომ  სამომავლოდ, პროფესიად ექიმობა აირჩიონ.