სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – V”

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – V”

2012 წლის 27-28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“ ჩატარდა ტრადიციული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - V”.
კონფერენციის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება, ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტი, ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვისასოციაცია, საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, ფონდი “სიჯანსაღე”.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების პროფესორი ყარამან ფაღავა, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო მანჯავიძე.

სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინა კვაჭაძე, პროფესორები ირაკლი ციციშვილი, ავთანდილ კვეზერელი–კოპაძე.

კონფერენციაზე წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

პროფ. ყ. ფაღავა:
„პრობლემური წამლები“;
„მეორადი სასქესო ნიშნების ადრეული გაჩენა (ადრენარქე, ტელარქე) – პედიატრის ტაქტიკა“;
„ბიოპაროქსი და ერესპალი სასუნთქი სისტემის დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში“;
„მაკროლიდების ადგილი სამედიცინო არსენალში“;
„იმუნომოდულაცია ბავშვებსა და მოზარდებში - იმუნორიქსი“.

პროფ. რ. ქარსელაძე:
„წამლისმიერი ალერგია – განახლებული პრაქტიკული პარამეტრები“.

პროფ. ნ. უბერი, ე. უბერი, თ. კუტუბიძე, მ. ჩიქოვანი, ბ. კულუმბეკოვი:
„კვებისმიერი ალერგიის გასტროინტესტინური გამოვლინებები ადრეული ასაკის ბავშვებში“;
„კლინიკური რეკომენდაციები“.

პროფ. ე. ზერეკიძე:
„ბავშვთა ასაკში სიყვითლის კომპლემენტური მკურნალობა ბიორეგულაციური მედიცინის საშუალებებით“.

პროფ. თ. ღონღაძე:
„ლანტიჯენ-B-ს ეფექტურობა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ინფექციების პრევენციაში“;
„მწვავე ბრონქიოლიტის მართვა ბავშვებში“.

პროფ. რ. მაზმანიშვილი:
„გერმანული ფირმა “ჰუმანა” – კვლავ სიახლეები“;

პროფ. მ. იოსელიანი:
„კავასაკის დაავადება – შემთხვევათა ანალიზი“.

პროფ. ნ. უბერი, ე. უბერი:
„კლაციდი: რეკომენდაციები, უსაფრთხოების პროფილი“;
„ანტიბიოტიკები სოლუტაბის ფორმით – საიმედო ფორმულა“ ;
„სადიაგნოსტიკო გამოცანები - QUIZZES“.

პროფ ქ. მათიაშვილი, ნ. მანჯავიძე, თ. ღონღაძე:
„რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული ადრეული ასაკის ბავშვთა ფსიქომოტორული განვითარება რკინის პრეპარატებით მკურნალობის ფონზე“ .

პროფ ნ. ჯობავა, გ. ჩახუნაშვილი, კ. ჩახუნაშვილი, დ. ჩახუნაშვილი:
„ST – სეგმენტისა და T – კბილის ცვლილებათა კლინიკური ღირებულება პარკუჭთა რეპოლარიზაციის, ნაადრევი აგზნების პარციალურ სინდრომთა და P-Q ინტერვალის შემცირების არსებობისას, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“.

პროფ ნ. გელაძე, ნ. ხაჭაპურიძე, ს. ბახტაძე, ნ. კაპანაძე:
„ეპილეფსიური სინდრომების მართვა ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებში“.

პროფე. ყ. ფაღავა, ნ. უბერი:
„პედიატრიული გასტროენტეროლოგიის გამოწვევები“.

პროფ. ნ. ცხაკაია, მ. ჩიქოვანი, ა. შენგელაია:
„პულმონური ჰემორაგია-ჰემოსიდეროზი“.

პროფ. ლ. ჟორჟოლიანი:
„კლინიკურ-დერმატოლოგიური დიაგნოზი: მორფოლოგიური რეაქციის ტიპისა და განაწილების მიხედვით“ .

პროფ. მ. კვეზერელი-კოპაძე, ა. კვეზერელი-კოპაძე, ზ. მთვარელიძე:
„ნეიტროპენიის მართვის ალგორითმი პედიატრიულ პრაქტიკაში".

პროფ. ი. კორინთელი:
„ანტიბიოტიკოთერაპია - თანამედროვე გამოწვევები“.

პროფ. თ.გოთუა, ი.ფავლენიშვილი, მ.ონიანი, ც. ფარულავა, მ. ჩხაიძე:
„გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ახალშობილებში“.

პროფ. ნ. კვირკველია, გ. ჩიტაია, დ. კვირკველია:
„ენურეზი ბავშვთა ასაკში“ .

პროფ. თ. კუტუბიძე:
„ათეროსკლეროზის პრევენცია იწყება ბავშვობიდან".

კონფერენციის დასასრულს გაიმართა კონკურსი სადისკუსიო შეკითხვებში.