სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ,,პედიატრიის აქტუალური საკითხები“

სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ,,პედიატრიის აქტუალური საკითხები“

2013 წლის 9 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ,,სადისერტაციო დარბაზში“  ჩატარდა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ,,პედიატრიის აქტუალური საკითხები“, რომელსაც ესწრებოდნენ  ექიმები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. კონფერენციაზე წაკითხულ იქნა შემდეგი მოხსენებები:

  • “ცელიაკია” – პროფესორი მიხეილ ლენტცე (ბონის უნივერსიტეტი, გერმანია);
  • “პედიატრიულ პრაქტიკაში საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების კომპლექსური კორექცია” –  პროფესორი ყარამან ფაღავა;
  • “ფებრილური გულყრების მენეჯმენტი” – პროფესორი ნანა გელაძე (მომხსენებელი), პროფესორი ნ. ხაჭაპურიძე, მედიცინის დოქტორი ნანა კაპანაძე, მედიცინის დოქტორი სოფიო ბახტაძე;
  • “მეორადი სასქესო ნიშნების ნაადრევი გაჩენა (პათოლოგიური ადრენარქე და ტელარქე), პედიატრის ტაქტიკა” – მედიცინის დოქტორი ირაკლი ფაღავა;
  • “შეცდომები ექიმ–პედიატრის პრაქტიკულ საქმიანობაში” – პროფესორი დიტო ტაბუცაძე.

კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები გამოიცა კრებულის სახით (რედაქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა).