2017 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა რიგით მეორე ,,სამედიცინო სასწავლო კონფერენცია- (MTC)“. ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ მოხსენება მედიცინის უახლეს მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიული გამოცდილების, უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- ,,ეკლამფსია და პრეეკლამფსია“ - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, VII სემესტრის სტუდენტი ჯემალ გოგიტიძე;
-,,ამნიონური მემბრანის ტრანსპლანტაცია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მწვავე ოკულური გამოვლინების მქონე პაციენტებში“ - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის XIII სემესტრის სტუდენტები: კახა ბრეგვაძე, სალომე ბეგიჯანაშვილი;
-,,ფქოდ-ის მართვის პროგრამის მიზნები, GOLD“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XI კურსის სტუდენტი ზიბეიდა ასლანოვა;
-,, აად“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი მარიამ სხირტლაძე;
-,,ბიო 3D პრინტერი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი ნატალი ბულია;
- ,,ტაკოცუბო კარდიომიოპათია“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი სალომე ხუბეჯაშვილი;
-,,ვირტუალური რეალობა მედიცინასა და ქირურგიაში“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი VII კურსის სტუდენტი მარიამ ამბროლაძე;
-,,C ვიტამინი ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკაში“-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტები: მარიამ ქალებაშვილი , მარიამ ჩხიკვაძე;
- ,,ვაქცინები და მათი მოქმედების მექანიზმი”- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX კურსის სტუდენტი მარიამ ზედელაშვილი;
- ,,გენური თერაპია და სიმსივნის მკურნალობა“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტები: ანა მაღლაკელიძე, თამარ ცოცხალაშვილი;
- ,,სხივური თერაპია”- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი ზურაბ დოლაბერიძე ;
- ,,რევმატოიდული ართრიტი“-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტები: ნანა ბიგვავა, სალომე ხარიტონაშვილი;
-,,CRISPR/Cas9- მედიცინის უახლესი მიღწევა“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი მარიამ ღარიბაშვილი;
-,,როგორ ვიცოცხლოთ 120 წელი და მეტი“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი ლექსო ორველაშვილი ;
-,,ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი რეზო მოსეშვილი ;
- ,,ღეროვანი უჯრედები და მასთან დაკავშირებული სიახლეები“ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტი ქეთევან ღარიბაშვილი;
-,,ალკოჰოლიზმი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი ზურაბ ნიაური.
კონფერენციის დასასრულს გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები: ჯემალ გოგიტიძე, კახა ბრეგვაძე, სალომე ბეგიჯანაშვილი და სოფიო კაკაბაძე. გამარჯვებული მოხსენებები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ყოველწლიურ შემაჯამებელ ნამუშევართა კრებულში.