სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - ,,მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“

სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - ,,მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“

2018 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2018“-ის ფარგლებში გაიმართა სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - ,,მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“ .

ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება იყო .

სამედიცინო სასწავლო კონფერენციის  ძირითად  მიზანს,  ბიოსამედიცინო სფეროთი დაინტერესებული  სტუდენტების სამეცნიერო  მოტივაციის  გაძლირება და მათი სამეცნიერო აქტივობის წახალისება წარმოადგენს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მიმოხილვითი ხასიათის მოხსენებები, რომლებშიც განხილული იყო თანამედროვე მედიცინის მიღწევები, ინოვაციები და პერსპექტივები.  

კონფერენციის გამომსვლელთა მნიშვნელოვან  ნაწილს პირველსემესტრელები წარმოადგენდნენ. კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით  მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის ახალ თაობაში სამეცნიერო პოტენციალის აღმოჩენა,  ახალგაზრდა მკვლევარისთვის აუცილებელი საბაზისო უნარებისა და საჯარო გამოსვლების გამოცდილების განვითარებაა. სწორედ ამიტომ ღონისძიების მიმართ  პირველსემესტრელთა ასეთი დიდი ინტერესი მათთვის ორმაგად სასიხარულოა. 

კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა აუდიტორიის მაღალი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია. ღონისძიების ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები: 

,,ბარძაყის B და C ტიპის ინტერპროტეზული მოტეხილობების ფიქსაცია მინიმალური ინვაზიით“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI  სემესტრის სტუდენტი  ელენე ბერიძე;

,,ღვიძლის ფიბროზი-დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები“ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის IV  სემესტრის სტუდენტი   გიორგი ბელთაძე; 

,, პლაცენტის ინვაზიის პათოლოგია ‘’- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII  სემესტრის სტუდენტი  გიორგი გოგიტიძე;  

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.