სამედიცინო სისტემების მწარმოებელი კომპანიების ,,TOSHIBA MEDICAL SYSTEMS“  და ,,VITAL  IMAGING“-ის  პრეზენტაცია თსსუ–ში

სამედიცინო სისტემების მწარმოებელი კომპანიების ,,TOSHIBA MEDICAL SYSTEMS“ და ,,VITAL IMAGING“-ის პრეზენტაცია თსსუ–ში

2013 წლის 12 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სისტემების მწარმოებელი კომპანიების ,,TOSHIBA MEDICAL SYSTEMS“  და ,,VITAL  IMAGING“-ის  პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი.

ღონისძიებაზე განიხილეს სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციური ტექნოლოგიები, ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფა, გაუმჯობესებული ანალიზური ფუნქციებითა და კვლევის მეთოდებით.

პრეზენტაცია წარმოადგინეს ,,TOSHIBA MEDICAL SYSTEMS“-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯოზეფ ქევენამ, კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ლუდმილა კორდუბანმა და ,,VITAL IMAGING“ -ის პროდუქციის მთავარმა სპეციალისტმა აღმოსავლეთ ევროპაში იულია შევჩუკმა.

კომპანიების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობის  კუთხით.