სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა ექსპო ჯორჯიაში

სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა ექსპო ჯორჯიაში

გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია 18–21 ივნისს მასპინძლობს ორ გამოფენას: კოსმეტიკის და ესთეტიკური მედიცინის მე–9 საერთაშორისო გამოფენას (Tbilisi Beauty 2014) და სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებულ გამოფენას (Caucasus Healthcare 2014).

გამოფენაზე წარმოდგენილია:  კოსმეტიკა, სამედიცინო დანადგარები, ლაბორატორიის მოწყობილებები, სადიაგნოსტიკო მასალები, ფარმაკოლოგიური ნაწარმი.

დამთვალიერებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა გამოფენაზე წარმოდგენილმა თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ექსპოზიციამ. მათი მედიკამენტებით და სამკურნალო საშუალებებით არაერთი პროფესიონალი დაინტერესდა.  დამთვალიერებელთა კითხვებს პასუხობენ: ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნანა გორგასლიძე,   ფარმაციის აკად. დოქტორი, ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ლია წიკლაური, ფარმაციის აკად. დოქტორი, სტეროიდული შენაერთების ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი თამარ მუზაშვილი და ფარმაციის აკად. დოქტორი, ანტრაქინონების და ლიპიდების ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი ბელა კიკალიშვილი.

თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ექსპოზიციასთან ხანგრძლივად ჩერდებიან მეცნიერები, ფარმაკოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები...

როგორც პროფესორმა ნანა გორგასლიძემ აღნიშნა, გამოფენაზე წარმოდგენილი გახლავთ  მცირე საწარმოს მიერ წარმოებული პრეპარატები, მათ შორის არის რამდენიმე პრეპარატი, რომელმაც СНГ-ს ქვეყნებში დიდი აღიარება მოიპოვა. ინტერესი პროდუქციის მიმართ თანდათან იზრდება: „რამდენიმე დღის წინ შემოთავაზება გვქონდა ირანიდან თანამშრომლობაზე, გრძელდება მოლაპარაკება ჩინეთთან ჩვენი წამლების რეგისტრაციაზე. განსაკუთრებით დიდი დაინტერესებაა ჩვენი პრეპარატის – კარიპაზიმის მიმართ. ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ. 2015 წლიდან ვგეგმავთ მსოლფიო ბაზარზე გავიდეთ. ამას გარდა გვაქვს ახალი პრეპარატები, რომელიც მზადაა კლინიკური აპრობაციისთვის. შევეცდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკები ჩაერთონ ამ საქმეში. ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ძლიერი პარტნიორის გვერდით ჩვენი ინსტიტუტიც გახდება ძლიერი. ვეცდებით, გაისად გაცილებით მეტი საინტერესო პროდუქტი გამოვიტანოთ გამოფენაზე.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა და თანადგომა მართლაც გადამწყვეტია ჩვენთვის“.