სასტუმრო “ თბილისი მერიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ გამართეს პრეზენტაცია, რომელზეც შეაჯამეს საქართველოში 2010-2015 წლებში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა.
ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოში აკრედიტირებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% –იანი მაჩვენებლი აჩვენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს გადაეცა IDFI -ს სიგელი „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“.
პრეზენტაციაზე საგანგებოდ აღინიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012–2015 წლებში განხორციელებული ყველა პროექტის ფარგლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% –იანი მაჩვენებლით უკვე მესამედ დაჯილდოვდა და ერთპიროვნული ლიდერია უმაღლეს სასწავლებლებს შორის.